Saturday, November 16, 2013

მერვე დღე

                                                 მერვე დღის რეფლექსია 



  • ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება
  • ვისწავლეთ, როგორ ვნახოთ რამდენჯერ ნახეს ჩვენი ბლოგი, დავაყენეთ დიაგრამა  ან ციფრული  მაჩვენებელი (ჩავსვით გაჯეტებიდან)
  • პორტფოლიო ავტვირთეთ Google Drive - ში
  • შევავსეთ ჩვენი პორტფოლიოები რაც, გვაკლდა.



  • მოკლედ ველოდები ხვალინდელ დღეს............................

    Monday, November 11, 2013

    მეშვიდე დღე

                                                       მეშვიდე დღის რეფლექსია

    • ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის დაგეგმვაზე.
    • ვნახეთ გარდნერის პრეზენტაცია 
    • გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას. შევარჩიეთ  დავალებები  
    • სხვადასხვა საჭიროებების მოსწავლეებისთვის.
    • პროექტის გეგმაში მივუთითეთ გამოსაყენებელი ტექნოლოგიები
    • გავეცანით მასალებს მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით.
    • შევქმენით მოსწავლის დამხმარე პრეზენტაციის შაბლონი.
    • რესურსებში გავეცანით ფასილიტაციას და  შევქმენით ფასილიტაცის სავარაუდო მასალები (სკაფოლდინგი) "მოსწავლეთა დახმარება"ეს არის 
    • დამხმარე გზამკვლევი, რომელიც ნაბიჯნაბიჯ არის გაწერილი.  
    • აქ გამოიყენება ნებისმიერი რესურსი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება სამუშაოს წარმართვაში მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე.  
    • დავალაგეთ ჩვენს პორტფოლიოში შემავალი  საქაღალდეები. 

    Saturday, November 9, 2013

    მეექვსე დღე

                                                    მეექვსე დღის რეფლექსია


    •    გავეცანით V მოდულს
    •    ვისწავლეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენება
    •    ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება WORD-ის  და POWER POINT-ის დოკუმენტებში
    •    გავეცანით შეფასების გეგმის კრიტერიუმებს
    •    ვისწავლეთ როგორ უნდა შევავსოთ განმავითარებელი თვითშეფასების 12-კითხვიანი      დოკუმენტი 
    •    გავეცანით სანიმუშო პროექტების შეფასებების რუბრიკებს (პრეზენტაციასა და     თანამშრომლობაში)
    •    შევაფასეთ ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
    •    შევადგინეთ პროექტის სცენარი

    Saturday, November 2, 2013

    მეხუთე დღე

                                                       მეხუთე დღის

    • ვისაუბრეთ და ვნახეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებების დაცვის შესახებ
    • შევქმენით დოკუმენტი ბიბლიოგრაფიისთვის, გამოყენებული ლიტერატურისთვის და   წყაროებისთვის
    • ვისწავლეთ ინტერნეტ რესურსების მოძიება
    • ვისწავლეთ მულტიმედია წყაროების მოძიება 
    • ვნახეთ დოკუმენტი როგორ ხდება ვებ-გვერდის შეფასება 
    • ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან gmail-ჩატის მეშვეობით
    • ვისწავლეთ  ვიდეოების ჩასმა ბლოგზე და წაშლა
    • მოსწავლის ნამუშევრის შექმნა




    მეოთხე დღე

                                                    მეოთხე დღის რეფლექსია

    • დღეს დავწერეთ  შეფასების დროის ჩარჩო
    • შევქმენით პროექტის პრეზენტაცია Power Point - ში
    • ვისწავლეთ როგორ დავდოთ Google  Drive - ში ჩვენი პრეზენტაცია,
    • ბლოგზე როგორ შევცვალოთ ფორმატი ანუ გადასვლა HTML რეჟიმში- Embed კოდის დასადებად
    • ვისწავლეთ Google  Drive - ში ფონის შეცვლა, ფერების ჩასხმა.
              ძალიან საინტერესო დღე გვქონდა

    მეორე მოდულის ძირითადი საკითხებია:

    • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
    • ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
    • თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
    • შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.
    • შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
    • ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
    • აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
    • რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
    • იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
    • მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
    • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
    • პროგრესის მონიტორინგისთვის
    • გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
    • ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის