მეოთხე დღის რეფლექსია
- დღეს დავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო
- შევქმენით პროექტის პრეზენტაცია Power Point - ში
- ვისწავლეთ როგორ დავდოთ Google Drive - ში ჩვენი პრეზენტაცია,
- ბლოგზე როგორ შევცვალოთ ფორმატი ანუ გადასვლა HTML რეჟიმში- Embed კოდის დასადებად
- ვისწავლეთ Google Drive - ში ფონის შეცვლა, ფერების ჩასხმა.
ძალიან საინტერესო დღე გვქონდა
მეორე მოდულის ძირითადი საკითხებია:
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
- ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
- თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
- შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.
- შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
- ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
- აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
- რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
- იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
- მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
- პროგრესის მონიტორინგისთვის
- გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
- ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის
ქალბატონო ნინო, საინტერესო თემა შეგირჩევიათ , მომეწონა დიზაინი და ფერები!
ReplyDeleteკარგი პრეზენტაციაა, სასიამოვნო და მხიარული.
ReplyDeleteკარგი პრეზენტაციაა,თემა ძალიან აქტუალურია დღეს. წარმატებები
ReplyDelete