Sunday, November 17, 2013
Saturday, November 16, 2013
მერვე დღე
მერვე დღის რეფლექსია
Monday, November 11, 2013
მეშვიდე დღე
მეშვიდე დღის რეფლექსია
- ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის დაგეგმვაზე.
- ვნახეთ გარდნერის პრეზენტაცია
- გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას. შევარჩიეთ დავალებები
- სხვადასხვა საჭიროებების მოსწავლეებისთვის.
- პროექტის გეგმაში მივუთითეთ გამოსაყენებელი ტექნოლოგიები
- გავეცანით მასალებს მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით.
- შევქმენით მოსწავლის დამხმარე პრეზენტაციის შაბლონი.
- რესურსებში გავეცანით ფასილიტაციას და შევქმენით ფასილიტაცის სავარაუდო მასალები (სკაფოლდინგი) "მოსწავლეთა დახმარება"ეს არის
- დამხმარე გზამკვლევი, რომელიც ნაბიჯნაბიჯ არის გაწერილი.
- აქ გამოიყენება ნებისმიერი რესურსი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება სამუშაოს წარმართვაში მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე.
- დავალაგეთ ჩვენს პორტფოლიოში შემავალი საქაღალდეები.
Saturday, November 9, 2013
მეექვსე დღე
მეექვსე დღის რეფლექსია
- გავეცანით V მოდულს
- ვისწავლეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენება
- ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება WORD-ის და POWER POINT-ის დოკუმენტებში
- გავეცანით შეფასების გეგმის კრიტერიუმებს
- ვისწავლეთ როგორ უნდა შევავსოთ განმავითარებელი თვითშეფასების 12-კითხვიანი დოკუმენტი
- გავეცანით სანიმუშო პროექტების შეფასებების რუბრიკებს (პრეზენტაციასა და თანამშრომლობაში)
- შევაფასეთ ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
- შევადგინეთ პროექტის სცენარი
Saturday, November 2, 2013
მეხუთე დღე
მეხუთე დღის
- ვისაუბრეთ და ვნახეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებების დაცვის შესახებ
- შევქმენით დოკუმენტი ბიბლიოგრაფიისთვის, გამოყენებული ლიტერატურისთვის და წყაროებისთვის
- ვისწავლეთ ინტერნეტ რესურსების მოძიება
- ვისწავლეთ მულტიმედია წყაროების მოძიება
- ვნახეთ დოკუმენტი როგორ ხდება ვებ-გვერდის შეფასება
- ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან gmail-ჩატის მეშვეობით
- ვისწავლეთ ვიდეოების ჩასმა ბლოგზე და წაშლა
- მოსწავლის ნამუშევრის შექმნა
მეოთხე დღე
მეოთხე დღის რეფლექსია
- დღეს დავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო
- შევქმენით პროექტის პრეზენტაცია Power Point - ში
- ვისწავლეთ როგორ დავდოთ Google Drive - ში ჩვენი პრეზენტაცია,
- ბლოგზე როგორ შევცვალოთ ფორმატი ანუ გადასვლა HTML რეჟიმში- Embed კოდის დასადებად
- ვისწავლეთ Google Drive - ში ფონის შეცვლა, ფერების ჩასხმა.
ძალიან საინტერესო დღე გვქონდა
მეორე მოდულის ძირითადი საკითხებია:
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
- ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
- თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
- შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.
- შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
- ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
- აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
- რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
- იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
- მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
- პროგრესის მონიტორინგისთვის
- გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
- ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის
Friday, November 1, 2013
მესამე დღე
მესამე დღის რეფლექსია
- გავიხსენეთ განვლილი მასალა.
- განვიხილეთ დამზადებული ბუკლეტების ნიმუშები
- განვიხილეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები და მიზნები
- ეროვნული სასწავლო გეგმა, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და განახლებული ბლუმის ტაქსონომია არის ჩვენი პროექტის მიზნებსა და შედეგებს.
- ვიმუშავეთ საკვანძო სიტყვებზე, ზოგადი, თმატური და შინაარსობრივი კითხვების განსხვავებასა და დანიშნულებაზე.
- ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება
- ვისწავლეთ სურათების ატვირთვა და წაშლა
Sunday, October 20, 2013
მეორე დღე
მეორე დღის რეფლექსია
- დავასახელეთ პროექტების სათაურები
- ავირჩიე პროექტი სათაურით "დიაბეტი და ხანგრძლივი სიცოცხლე"
- მოვძებნე ინტერნეტში თემისთვის შესაფერისი სურათები
- შევარჩიე შაბლონი
- შევარჩიე შრიფტი და ფერები რაც მომეწონა
- MES.GOV. GE– დან გადმოვწერე საგნობრივი სტანდარტი რათა მოვიყვანო ჩემი პროექტის თემის მიზნები შედეგებთან შესაბამისობაში.
მოკლედ, მქონდა მცდელობა შემექმნა ბუკლეტი მშობლებისათვის
მიმაჩნია რომ გამომივიდა თემასთან შეუსაბამო, რადგანაც თემა სერიოზულია,
ბუკლეტი კი მხიარული..............
მოკლედ, ძალიან საინტერესო დღე იყო
ძალიან რთულია შაბათ–კვირას, დილით, გახვიდე სახლიდან და წახვიდე იქ სადაც შენთვის საინტერესო არ არის, ამჯერად იმდენად საინტერესო იყო რომ დროის კონტროლი დავკარგე.
დიდი მადლობა
Saturday, October 19, 2013
პირველი დღე
პირველი დღის რეფლექსია
21საუკუნის უნარ - ჩვევები
გავაცანით ვიუვერში მუშაობას
გავაცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს
გავეცანით პროექტის შაბლონს
გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს
გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკებს
დავათვალიერეთ პროექტების ნიმუშები
შევქმენი ჩემი ბლოგი
Subscribe to:
Posts (Atom)