Sunday, November 17, 2013
Saturday, November 16, 2013
მერვე დღე
მერვე დღის რეფლექსია
Monday, November 11, 2013
მეშვიდე დღე
მეშვიდე დღის რეფლექსია
- ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის დაგეგმვაზე.
- ვნახეთ გარდნერის პრეზენტაცია
- გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას. შევარჩიეთ დავალებები
- სხვადასხვა საჭიროებების მოსწავლეებისთვის.
- პროექტის გეგმაში მივუთითეთ გამოსაყენებელი ტექნოლოგიები
- გავეცანით მასალებს მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით.
- შევქმენით მოსწავლის დამხმარე პრეზენტაციის შაბლონი.
- რესურსებში გავეცანით ფასილიტაციას და შევქმენით ფასილიტაცის სავარაუდო მასალები (სკაფოლდინგი) "მოსწავლეთა დახმარება"ეს არის
- დამხმარე გზამკვლევი, რომელიც ნაბიჯნაბიჯ არის გაწერილი.
- აქ გამოიყენება ნებისმიერი რესურსი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება სამუშაოს წარმართვაში მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე.
- დავალაგეთ ჩვენს პორტფოლიოში შემავალი საქაღალდეები.
Saturday, November 9, 2013
მეექვსე დღე
მეექვსე დღის რეფლექსია
- გავეცანით V მოდულს
- ვისწავლეთ განმავითარებელი შეფასების გამოყენება
- ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება WORD-ის და POWER POINT-ის დოკუმენტებში
- გავეცანით შეფასების გეგმის კრიტერიუმებს
- ვისწავლეთ როგორ უნდა შევავსოთ განმავითარებელი თვითშეფასების 12-კითხვიანი დოკუმენტი
- გავეცანით სანიმუშო პროექტების შეფასებების რუბრიკებს (პრეზენტაციასა და თანამშრომლობაში)
- შევაფასეთ ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
- შევადგინეთ პროექტის სცენარი
Saturday, November 2, 2013
მეხუთე დღე
მეხუთე დღის
- ვისაუბრეთ და ვნახეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებების დაცვის შესახებ
- შევქმენით დოკუმენტი ბიბლიოგრაფიისთვის, გამოყენებული ლიტერატურისთვის და წყაროებისთვის
- ვისწავლეთ ინტერნეტ რესურსების მოძიება
- ვისწავლეთ მულტიმედია წყაროების მოძიება
- ვნახეთ დოკუმენტი როგორ ხდება ვებ-გვერდის შეფასება
- ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან gmail-ჩატის მეშვეობით
- ვისწავლეთ ვიდეოების ჩასმა ბლოგზე და წაშლა
- მოსწავლის ნამუშევრის შექმნა
მეოთხე დღე
მეოთხე დღის რეფლექსია
- დღეს დავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო
- შევქმენით პროექტის პრეზენტაცია Power Point - ში
- ვისწავლეთ როგორ დავდოთ Google Drive - ში ჩვენი პრეზენტაცია,
- ბლოგზე როგორ შევცვალოთ ფორმატი ანუ გადასვლა HTML რეჟიმში- Embed კოდის დასადებად
- ვისწავლეთ Google Drive - ში ფონის შეცვლა, ფერების ჩასხმა.
ძალიან საინტერესო დღე გვქონდა
მეორე მოდულის ძირითადი საკითხებია:
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
- ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
- თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
- შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.
- შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
- ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
- აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
- რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
- იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
- მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
- პროგრესის მონიტორინგისთვის
- გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
- ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის
Friday, November 1, 2013
მესამე დღე
მესამე დღის რეფლექსია
- გავიხსენეთ განვლილი მასალა.
- განვიხილეთ დამზადებული ბუკლეტების ნიმუშები
- განვიხილეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები და მიზნები
- ეროვნული სასწავლო გეგმა, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და განახლებული ბლუმის ტაქსონომია არის ჩვენი პროექტის მიზნებსა და შედეგებს.
- ვიმუშავეთ საკვანძო სიტყვებზე, ზოგადი, თმატური და შინაარსობრივი კითხვების განსხვავებასა და დანიშნულებაზე.
- ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება
- ვისწავლეთ სურათების ატვირთვა და წაშლა
Subscribe to:
Posts (Atom)